ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

4 ოქტომბერი, 2016 • 1631
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

დღეს, 2016 წლის 4 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაურ კოვე დანიშნეს. 

2014 წლიდან დაურ კოვე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. იქამდე, 2006-2010 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.  2010-2011  წლებში კი – მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსი.

დაურ კოვემ აღნიშნულ თანამდებობაზე ვიჩესლავ ჩირიკბა შეცვალა.

“შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. იმედს ვიტოვებ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება”, – განაცხადა ჩირიკბამ გადადგომის შესახებ 20 სექტემბერს დაწერილ საჯარო განცხადებაში.

ჩირიკბას აღნიშნული დე ფაქტო თანამდებობა 2011 წლიდან ეკავა. ჩირიკბა აფხაზური მხრიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობდა.

დაურ კოვე; ფოტო: http://presidentofabkhazia.org/

დაურ კოვე; ფოტო: http://presidentofabkhazia.org/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი