აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა გადადგა. ჩირიკბას განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ აფხაზეთის საგარეო უწყება აქვეყნებს:

“შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. იმედს ვიტოვებ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება”, – წერია განცხადებაში.

ჩირიკბას აღნიშნული დე ფაქტო თანამდებობა 2011 წლიდან ეკავა. ჩირიკბა აფხაზური მხრიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *