წარმოგიდგენთ 3 ოქტომბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
10:00 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდში (პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენცია, ლაღიძის 1) ტექნოლოგიურ პარკს ხსნის. ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები.
10:30 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გლდანის პროფესიულ კოლეჯში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრება. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან დაიწყება და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისამართი: გლდანის პროფესიული კოლეჯი ( ხიზანიშვილის ქუჩა)
14:00 სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გიწვევთ ანგარიშის პრეზენტაციაზე “შრომითი გარემო საზოგადოებრივ მაუწყებელში”. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიში საზოგადოებრივ მაუწყებელში სამუშაო გარემოს კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმოიხილავენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის ფონზე არსებულ პრობლემურ საკითხებს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.