პაპი ფრანცისკე უარყოფს რუსულ ნარატივს, რომლის თანახმადაც მოსკოვი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ახორციელებს.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„სამხედრო ოპერაცია კი არა, ომია“, – განაცხადა მან და უკრაინას „წამებული ქვეყანა“ უწოდა, სადაც „ცრემლისა და სისხლის მდინარეები მოედინება“.
კრემლის თანახმად, რუსული ჯარები უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ, რათა უკრაინა ნაცისტებისგან გაათავისუფლონ.
უკრაინაში ომი მე-11 დღეა მიმდინარეობს.