ახალი ამბები

რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა ომის გამო შეშფოთების გამოსახატად

25 თებერვალი, 2022 • 1295
რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა ომის გამო შეშფოთების გამოსახატად

რომის პაპი ფრანცისკე ვატინაკში რუსეთის საელჩოს ეწვია, რათა გამოეხატა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

„როიტერსის“ ცნობით, მისი ეს ნაბიჯი იყო „უპრეცედენტო გადახვევა დიპლომატიური პროტოკოლისგან“.

მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში რომის პაპი არასოდეს სწვევია კონფლიქტის რომელიმე მხარის საელჩოს ელჩთან სასაუბროდ.

ვატიკანის სპიკერის, მატეო ბრუნის თქმით, რომის პაპმა ნახევარ საათზე მეტი დაჰყო საელჩოში.

„მან გამოხატავა შეშფოთება ომის გამო“, – თქვა ბრუნიმ, თუმცა ვიზიტისა და საუბრის დეტალები არ დაუზუსტებია.

ბრუნის ასევე არ გაუკეთებია კომენტარი ცნობებზე, რომლის თანახმადაც 85 წლის პაპი უკრაინა-რუსეთს შორის ვატიკანის მედიატორობის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ელჩმა, ალექსანდრ ავდეევმა, ეს ინფორმაცია უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი