ახალი ამბებისაზოგადოება

“სიყვარული გულის სიღრმეში არ უნდა იკეტებოდეს” – პაპმა ფრანცისკემ წირვა აღავლინა

1 ოქტომბერი, 2016 • 1861
“სიყვარული გულის სიღრმეში არ უნდა იკეტებოდეს” – პაპმა ფრანცისკემ წირვა აღავლინა

“თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა, რომელსაც დღეს მოვიხსენიებთ, “ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს”. საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, და ღვთიური ნუგეშის მაცოცხლებელი წყალი მიაქვთ უამრავ გაუდაბურებულ და მტრულ ვითარებაში. ეს გვეხმარება, უკეთ შევიცნოთ სილამაზე დღევანდელ პირველ საკითხავში მოსმენილი უფლისეული სიტყვებისა: “როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მეც” – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილ ხალხს.

პაპმა წირვა დღეს, დილის 10:00 საათზე აღავლინა. პაპმა ფრანცისკემ მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა რწმენის გაძლიერებისაკენ. თავის სიტყვაში მან ვრცლად ისაუბრა ქრისტიანულ მრწამსზე: სიყვარულის, იმედის, სათნოებისა და თანადგომის მნიშვნელობაზე.

რომის პაპმა მადლობა გადაუხადა წირვის მოსასმენად შეკრებილებს. განსაკუთრებით კი საქართველოში მოქმედ რელიგურ კონფესიებსა და სომხეთიდან ჩამოსულ კათოლიკე მრევლს.

წირვას სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, კათოლიკე მრევლი, საქართველოს პრეზიდენტი თავისი ოჯახით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წირვაზე დასასწრებად მოსაწვევის მიღება კათოლიკურ ეკლესიაში ყველა მსურველს შეეძლო, თუმცა მას ბევრი ადამიანი არ დასწრებია.

წირვა მცირე აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სტადიონის მიმდებარედ მორწმუნეთა ჯგუფი შეიკრიბა, რომლებმაც პაპის ვიზიტი გააპროტესტეს. ისინი რომის პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც გუშინაც  დახვდნენ.

რომის პაპმა ფრანცისკემ მ.მესხის სახელობის სტადიონზე წირვა აღავლინა. წირვაზე მგალობლებმა საგალობლები შეასრულეს. 01.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

რომის პაპის წირვას საქართველოში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა სასულიერო პირებიც დაესწრნენ. 01.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

რომის პაპმა ფრანცისკემ მ.მესხის სახელობის სტადიონზე წირვა აღავლინა. 01.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

წირვის დასასრულს სასულიერო პირებმა სტადიონზე შეკრებილი ხალხი აზიარა. 01.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

პაპმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის 01.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

პაპი ფრანცისკე თბილისს 30 სექტემებრს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, ქვეყნის ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. დღესვე ის სვეტიცხოველს ეწვევა. ხვალ, გამთენიისას კი, საქართველოს დატოვებს და ბაქოში გაფრინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი