ახალი ამბები

11-წლიანი პატიმრობა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის

30 სექტემბერი, 2016 • 1470
11-წლიანი პატიმრობა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლომ აბრამ ზარიძე ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დამნაშავედ სცნო და თავისუფლება 11 წლით აღუკვეთა.

საქართვლოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 22:30 სთ-ზე, აბრამ ზარიძე მივიდა ქ. თბილისში უფლისციხის ქუჩაზე მცხოვრებ ზაზიაშვილების ოჯახში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე ლია ტატუაშვილი იმყოფებოდა და 9 წლის შვილის წაყვანა მოითხოვა.

“მას შემდეგ, რაც ყოფილი მეუღლისგან უარი მიიღო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ლია ტატუაშვილს თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლია ტატუაშვილი მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.”

სამართალდამცველებმა აბრამ ზარიძე 2016 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში, ვ. დოლიძის ქუჩაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა. აბრამ ზარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი