ახალი ამბები

მეცნიერების ვარაუდით, იუპიტერის თანამგზავრზე წყლის ნაკადები ამოიფრქვევა

27 სექტემბერი, 2016 •
მეცნიერების ვარაუდით, იუპიტერის თანამგზავრზე წყლის ნაკადები ამოიფრქვევა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით დაკვირვების შედეგად ასტრონომები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის თანამგზავრ ევროპის ზედაპირზე წყლის ნაკადი ამოიფრქვევა.

ადმინისტრაციის განცხადებით, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ევროპის გაყინული ზედაპირიდან წყალი ამოიფრქვევა. დაკვირვებები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ თანამგზავრზე გაშვებული მისიები იქ არსებული წყლის ნიმუშის მოპოვებას გაყინული ზედაპირის გაბურღვის გარეშე შეძლებენ.

“ევროპის წყლის მარაგი არის ყველაზე კარგი ადგილი მზის სისტემაში, სადაც შესაძლებელია ვეძებოთ სიცოცხლე”, – ამბობს გეოფ იოდერი, აერონავტიკისა და კოსმოსისი ეროვნული ადმინისტრაციის ვაშინგტონში სამეცნიერო მისიის დირექტორატის თანაადმინისტრატორი.

ადმინისტრაციის ცნობით, წყლის ეს ნაკადები ზედაპირიდან 200 კილომეტრის მოშორებით ამოიფრქვევა და შემდეგ წვიმის სახით უკან, ევროპის ზედაპირზე ბრუნდება. ევროპას გააჩნია ორჯერ  მდიდარი წყლის მარაგი, ვიდრე აქვს დედამიწას, თუმცა ის დაფარულია გაყინული ზედაპირით, ყინულის სისქე ასტრონომებისთვის უცნობია.

მისიის, რომელიც ევროპას აკვირდებოდა, მიზანი იყო, რომ შეესწავლათ, გააჩნდა თუ არა ევროპას მკვრივი ატმოსფერო. მეცნიერები ევროპაზე დაკვირვებისას იყენებდნენ იმავე მეთოდს, რასაც მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტების ატმოსფეროზე დაკვირვებისას.  თანამგზავრზე ატმოსფეროს დაკვირვების საუკეთესო მეთოდი სწორედ ევროპის ზედაპირიდან წყლის ჭავლის შესაძლებელი ამოფრქვევა იქნებოდა.

“მზის სისტემის გარეთ არსებულ პლანეტების ატმოსფერო ბლოკავს მზის სხივებს, თუმცა ევროპას აქვს მკვრივი ატმოსფერო, რომელიც აკავებს იუპიტერის ნათებას, ამიტომაც ევროპა სილუეტივით მოჩანს,” – განმარტავს უილიამ სპარკსი, კოსმოსური ტელესკოპის ინსტიტუტის თანამშრომელი.

15 თვის განმავლობაში 10-ჯერ დააკვირდნენ ევროპას, რომელიც იუპიტერის წინ მოძრაობდა,. მათ სამ შემთხვევაში დაინახეს ის მოვლენა, რაც მეცნიერების ვარაუდით არის ამოფრქვეული წყლის ნაკადები.

თუკი მეცნიერების ვარაუდი გამართლდება, ევროპა იქნება მზის სისტემაში მეორე თანამგზავრი, სატურნის თანამგზავრ ენცელადუსის შემდეგ, რომელზეც მეცნიერებმა წყლის ნაკადები აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი