ახალი ამბები

თოფაძის ბლოკის წევრმა ბურჭულაძის პარტიის წევრს “იბერიის” ეთერში სცემა

26 სექტემბერი, 2016 • 1548
თოფაძის ბლოკის წევრმა ბურჭულაძის პარტიის წევრს “იბერიის” ეთერში სცემა

ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემაში “პრიორიტეტი”, სადაც რუსეთიდან პარტიების დაფინანსებაზე საუბრობდნენ, გოგი თოფაძის საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელმა ოპონენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გადაცემაში “პრიორიტეტი”, რომელიც დღეს, 26 სექტემბერს, 20:00 საათზე გადაიცემოდა, სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენელი ზაზა აგლაძე და ირაკლი ღლონტი, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი.

“გოგი თოფაძის პოზიციები არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დამსხმელი” – ირაკლი ღლონტის ამ სიტყვებს ზაზა აგლაძემ იმით უპასუხა, რომ ჭიქა ესროლა. რასაც ირაკლი ღლონტის საპასუხო ჭიქის სროლა მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირება კადრს მიღმა სტუდიაში გაგრძელდა.

27

მასალების გადაბეჭდვის წესი