ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემაში “პრიორიტეტი”, სადაც რუსეთიდან პარტიების დაფინანსებაზე საუბრობდნენ, გოგი თოფაძის საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელმა ოპონენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გადაცემაში “პრიორიტეტი”, რომელიც დღეს, 26 სექტემბერს, 20:00 საათზე გადაიცემოდა, სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენელი ზაზა აგლაძე და ირაკლი ღლონტი, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი.

“გოგი თოფაძის პოზიციები არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დამსხმელი” – ირაკლი ღლონტის ამ სიტყვებს ზაზა აგლაძემ იმით უპასუხა, რომ ჭიქა ესროლა. რასაც ირაკლი ღლონტის საპასუხო ჭიქის სროლა მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირება კადრს მიღმა სტუდიაში გაგრძელდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *