ახალი ამბები

“მშვიდობის ხიდისა და ქუთაისის პარლამენტის საკითხები გადაიხება”

4 ივნისი, 2012 •
“მშვიდობის ხიდისა და ქუთაისის პარლამენტის საკითხები გადაიხება”

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ თუკი მოსახლეობა ამ ხიდს იწონებს, მაშინ ამ ხიდს ხელს არავინ არ ახლებს.

“მშვიდობის ხიდთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ნახავთ ინფორმაციას. სხვათაშორის იქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ხიდის დანგრევაზე ან სადმე გადატანაზე, არამედ იქ არის თხოვნა მოსახლეობის მიმართ, რომ გამოხატონ თავისი პოზიცია ამ ხიდთან დაკავშირებით. თუკი მოსახლეობა ამ ხიდს იწონებს, მაშინ ამ ხიდს ხელს არავინ არ ახლებს.

მაგრამ ასევე პარალელურად არის გამოცხადებული კონკურსი უკეთესი პროექტისთვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას და პირველ რიგში, რასაკვირველია მონაწილეობა მიიღონ ქართველმა არქიტექტორებმა.

ასევე იქ არის სხვადასხვა შეთავაზება სხვადასხვა ვარიანტისა, რომელიც შეიძლება უფრო უპრიანი იყოს ამ ადგილას. კითხვა დასმული ასევე იმის შესახებაც საერთოდ არის თუ არა საჭირო ამ ადგილზე იყოს ხიდი”,  – აღნიშნა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე და აქვე დასძინა, რომ შენების წინააღმდეგი არავინ არ არის, საქმე ეხება იმას, რომ შენება უნდა იყოს გონივრული, საჭირო და გამართლებული იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით.

ის ასევე პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს საკითხი იმ კატეგორიაში შედის, რომელზედაც არავის არ უკითხავს აზრი საქართველოს მოსახლეობისთვის.

“პარლამენტის გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში, არ არის ერთ დღეში მისაღები გადაწყვეტილება, იგი უნდა იყოს გონივრული და გამომდინარეობდეს ქვეყნის ინტერესებიდან. თუ ეს ინტერესები დასაბუთდება და მოითხოვს პარლამენტის ქუთაისში გადატანას, რასაკვირველია ეს მოხდება. თუმცა, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ეჭვი შევიტანოთ ამ გადაწყვეტილების გონივრულობაში. მე ვიყავი მომსწრე იმისა თუ როგორ გადავიდა გერმანიის დედაქალაქი ბონი ბერლინში და რა სახის დაგეგმვა მოჰყვა ამ ამბავს დედაქალაქის ერთი ქალაქიდან მეორეში, მათ შორის პარლამენტის გადატანას. ეს იყო 10 წლიანი გეგმა, კნონი იყო მიღებული, რომელსაც ერქვა ბონი–ბერლინის კანონი და არეგულირებდა აბსოლიტურად ყველა დეტალს. მე მსგავსი გეგმები, კანონები საქართველოში არ მინახავს და მოსახლეობისთვის უცნობია, თუ რა მოჰყვება ამ ცვლილებას. ასევე უცნობია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება პარლამენტის არსებული შენობა თბილისში”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი