ახალი ამბები

ანონსი – 26 სექტემბერი

26 სექტემბერი, 2016 • 1403
ანონსი – 26 სექტემბერი

10:30-ზე”პირველის პრესკლუბში” პარტია “საქართველოს მშვიდობისთვის” ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევო პერიოდი, გარემო და მოვლენები; სანდრა რულოვსის განცხადება ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებაზე; პარტიის გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენციას გამართავს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. ადგილი: სასტუმრო “ბეტსი”. მისამართი: მაყაშვილის ქ. 32/34

11 საათზე დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკური პარტიის სათაო ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს #5 ოლქში შემავალ 2 სოფელში (სოფ. აგარაკი, თხინვალა) “არსებულ მწვავე პრობლემებს გააცნობს” მედიის წარმომადგენლებს. მისამართი: თბილისი, ფიქრის გორა. სოფიკო ჭიაურელის N13

11:30-ზე “პირველის პრესკლუბში” „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი ნანა ხომასურიძე, პარტიის ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამილა ჟღენტი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თათა ვარდანაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიაადგილობრივი არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშს გააცნობს. მის.: შოთა რუსთაველის გამზირი №13; სასტუმრო „თბილისი მარიოტი“; წვეულებათა დარბაზი.

12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისს ეწვევა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამი სტადიონის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე , შერვაშიძის #53, შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩაუშვებს. სამი სტადიონი ორ ადგილზე, ნიკეას დასახლებაში და ახალი პარლამენტის ტერიტორიაზე აშენდება და ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი.

13:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში პარტიის გენერალური მდივნის, სოსო შატბერაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. მისამართი: ი. ხვიჩიას 17
14:00 საათზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ბრიფინგს გამართავს. მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი #144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)

16:45 საათზე, სოფელ განმუხურში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განმუხურის ბოტანიკური ბაღის და განმუხურის 5* სასტუმროს პროექტების ერთობლივ პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი