ახალი ამბებისაზოგადოება

“დღე მანქანის გარეშე” თბილისში ველომსვლელობით აღნიშნეს

22 სექტემბერი, 2016 • 1964
“დღე მანქანის გარეშე” თბილისში ველომსვლელობით აღნიშნეს

“რუსთაველის გამზირზე ბევრჯერ გამივლია, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რუსთაველის გამზირზე გამართული ველომსვლელობის დასრულების შემდეგ. ელჩი გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად მსვლელობას შეურთდა და აქციაზე საკუთარი ველოსიპედით მივიდა.

ამ ფორმით აღინიშნა თბილისში 22 სექტემბერი, ანუ “დღე მანქანის გარეშე”. აქციას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია და ველომოყვარულთა კლუბები შეურთდა. მსვლელობის მოწყობის ინიციატივა ეკუთვნის ორგანიზაციას “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”.

იმის მიუხედავად, რომ ნიკა მალაყმაძე ყოველდღე მანქანით გადაადგილდება, დღეს აქციაზე ველოსიპედით მოვიდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ამ იდეის გარშემო უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება:

“ველოდი, რომ უფრო მეტი ადამიანი დამხვდებოდა, ან ცოტა უფრო  ადვილი იქნებოდა დღეს გზებზე გადაადგილება, მაგრამ, იმედი მაქვს, მომავალ წელს როდესაც მოვალ, მაშინ მაინც გახდება საჭირო ჩვენი მსვლელობისათვის ქუჩის გადაკეტვა. რაც მთავარია, პირველი ნაბიჯი გადაიდგა – რამდენიმე ადამიანით მეტს ესმის, როგორი მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო. იქნებ ოდესმე თბილისშიც ჩამოყალიბდეს ველოსიპედით გადაადგილების კულტურა,” – ამბობს ნიკა.

აქცია მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ღონისძიება პარალელურად დაგეგმა და მასში ჩართვისაკენ მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდებდა, დღეს თბილისში სატრანსპორტო მიმოსვლა კვლავ გადატვირთულია.

აქციის დაარსების იდეის ავტორი ერთ-ერთი საერთაშორისო ქსელია, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად, 1997 წლიდან, ყოველ 22 სექტემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი ერთი დღით მანქანით გადაადგილებაზე უარს ამბობს. თბილისი აქციას წელს პირველად შეუერთდა.

"დღე მანქანის გარეშე" - აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“დღე მანქანის გარეშე” – აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"დღე მანქანის გარეშე" - აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. აქციას შეურთდა გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“დღე მანქანის გარეშე” – აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. აქციას შეურთდა გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

"დღე მანქანის გარეშე" - აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“დღე მანქანის გარეშე” – აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"დღე მანქანის გარეშე" - აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“დღე მანქანის გარეშე” – აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"დღე მანქანის გარეშე" - აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“დღე მანქანის გარეშე” – აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"დღე მანქანის გარეშე" - აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“დღე მანქანის გარეშე” – აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"დღე მანქანის გარეშე" - აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“დღე მანქანის გარეშე” – აქცია თბილისში. ველომოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანუშ ჰერმანი ასევ ჩაერთო აქციაში. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ასევე ჩაერთო აქციაში. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აქციას შეუერთდა. 22.09.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი