ახალი ამბები

კოკაიამ, შიხიაშვილმა და ჩოჩელმა დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღეს

20 სექტემბერი, 2016 • 1155
კოკაიამ, შიხიაშვილმა და ჩოჩელმა დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღეს

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატებიდან ყველაზე დიდი შემოწირულობა ბიზნესმენ ილია კოკაიას აქვს მიღებული, რომელიც კენჭს ზესტაფონში იყრის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 20 ივლისიდან – 30 აგვისტომდე პერიოში კოკაიას 58 155 ლარის ოდენობის შემოწირულობა აქვს მიღებული.

ირაკლი შიხიაშვილმა (სამგორი) დროის ანალოგიურ პერიოდში 32 500 ლარი (შეკრებილია ფულადი და არაფულადი სახის შემოწირულობის ჯამური ოდნეობა) მიიღო. ცეზარ ჩოჩელმა – 35 005 ლარი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა- 26 255 ლარი, დავით ჭანტურიამ -16000 ლარი, არმაზ ახვლედიანმა (ბათუმი) – 8000 ლარი, ზურაბ ჩიქოვანმა-4500 ლარი, პავლე ლაცაბიძემ – 4000 ლარი, სალომე ზურაბიშილმა (მთაწმინდა) – 2498 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 20 ივლისამდე დამოუკიდებელ კანდიდატებს შემოწირულობა არ მიუღიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი