ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა

27 მაისი, 2012 •
ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა

“ქართული ოცნების” ლიდერი თავისუფლების მოედანზე გამართულ სცენაზეა. ბიძინა ივანისვილის სცენეზე ასვლის შემდეგ საქართველოს ჰიმნი ნატო მეტონიძემ შეასრულა.    

აქციაზე გამოსვლა ქართული ოცნების მომხრეებმა 10 წუთის წინ დაიწყეს.  

აქციაზე გამოვიდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კახი კალაძე : “მიშა, ხალხს აღარ სჯერა შენი! შენ უნდა წხვიდე! მიშა, იცოდე, ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანია და  ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”– განაცხადა კალაძემ.  

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პოეტი დავით მაღრაძე.

“ბრძოლა გრძელდება სამართლიანობისათვის. მოვედი იმის სათქმელდ, რომ ბიძინა ხელისუფლების ალტერნატივა კი არ არის, არამედ  ერთადერთი რელური ძალა და მოცემულობაა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მთავარი მოქმედი პირი სამართლაინობისათვის ბრძოლაში არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. უღირსმა მედროშემ ვერ ატარა ღირსეულად ეს დროშა. საქრთველოს მოსახლეობა დაიბრუნებს ამ დროშას, ის ეკუთვნის ქრთველ ხალხს. საქართველოს გერბი უნდა დაუბრუნდეს მსახლეობას. წინ ილიასკენ” – განაცხდა დავით მაღრაძემ.  


მასალების გადაბეჭდვის წესი