ნეტგაზეთის რეპორტიორების ცნობით სამივე ადგილიდან ხალხის კოლონებს “ქართული ოცნების” ლიდერები მიუძღვებიან. მსვლელობის გამო გადაკეტილია ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი.
მოქალაქეები იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე. იქ უკვე დამონტაჟებულია სცენა და აპარატურა.
ავლაბარში აქციის მოანწილეებს დაურიგეს ქართული ოცნების მაისურები, ჟილეტები და ბროშურები, რომლებშიც აქციის მონაწილეებმა თავიანთი ოცნებები ჩაწერონ.
“ქართული ოცნების” აქციას ბურჯანაძის და ძმები გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ
“ქართული ოცნების” აქციას ნინო ბურჯანაძის პარტია, “დემოკრატიული მოძრაობაც” უერთდება, -“თეთრების” პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ჯერჯეჯრობით უცნობია მივა თუ არა აქციაზე თავად ნინო ბურჯანაძე.
ლევან გაჩეჩლაძე კი უკვე შეუერთდა ქართული ოცნების აქციის მონაწილეების კოლონას, რომელიც ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართება.