ახალი ამბებისამართალი

პრეზიდენტმა ხანუმ ჯეირანოვას ქმარი შეიწყალა

16 სექტემბერი, 2016 • 2283
პრეზიდენტმა ხანუმ ჯეირანოვას ქმარი შეიწყალა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუმ ჯეირანოვას ქმარი, აჯი გასანოვი შეიწყალა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განუცხადა.

“აჯი გასანოვი პრეზიდენტმა დღეს შეიწყალა. კომისიაში განცხადება იყო შემოსული, მასალები გამოვითხოვეთ. საქმე კომისიას არ განუხილავს, პირდაპირ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადეობა ჯანსაღად მიიიღებს ამ გადაწყვეტილებას და სწორად შეაფასებს, “- ამბობს ზვიად ქორიძე.

2014 წლის სექტემბერში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ხანუმ ჯეირანოვამ, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ საქმეს პროკურატურა დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ და დაუსჯიათ. ჯეირანოვას ქმარი,  აჯი გასანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც მისი განცხადებით, ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს,  სოფელში ჩამოატარეს და სცემეს.  აჯი გასანოვმა ერთ–ერთი მათგანი იარაღით ფეხში დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი