ახალი ამბები

გოდერძი თევზაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

15 სექტემბერი, 2016 • 1528
გოდერძი თევზაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 30 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე მოსამარლე ლერი თედორაძემ განიხილა.

გოდერძი თევზაძე პოლიციაში 13 აგვისტოს გამოცხადდა.

თევზაძისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.


 

  • 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 7 აგვისტოს სამტრედიაში, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
  • დემურ სტურუამ დატოვა წერილი, სადაც თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლა დაასახელა. 29 აგვისტოს პროკურატურამ წერილის ავთენტურობა დაადასტურა.
  • დატოვებული წერილის თანახმად, თევზაძე სტურუას აიძულებდა, მიეცა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში
  • 12 აგვისტოს გოდერძი თევზაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი არ დაუკავებიათ და არც ბრალი წაუყენებიათ
  • 29 აგვისტოს პროკურატურის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ გოდერძი თევზაძეს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.
  • პროკურატურის განცხადებით, დემურ სტურუა მიმალვაშია და მასზე ძებნა არის გამოცხდებული.
  • 30 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გოდერძი თევზაძეს დაუსწრებლად შეუფარდა.
  • 13 სექტემბერს გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. მან მაგანცხადა, რომ პოლიციას არ ემალებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი