ახალი ამბები

ექთანი ცნობილი ფოტოდან “კოცნა” 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

11 სექტემბერი, 2016 • 3909
ექთანი ცნობილი ფოტოდან “კოცნა” 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

1945 წლის 14 აგვისტოს ნიუ-იორკში, ტაიმ სკვერზე შეკრებილები ამერიკის შეერთებული შტატების იაპონიაზე გამარჯვებას აღნიშნავდნენ. გრეტა ზიმერი მაშინ 21 წლის ექთანი იყო, როდესაც მეზღვაურმა ჯორჯ მენდოსამ მოულოდნელად აკოცა. ჯარისკაცები გამარჯვებას ამ ფორმით აღნიშნავდნენ და მედდებს ომის დროს გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდიდნენ.

კოცნა ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფის, ალფრედ აიზენსტედის ობიექტივში მოხვდა და გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრაც იქცა. რადგან ფოტოზე სახეები დაფარულია, დაახლოებით 1980 წლამდე ფოტოს მოქმედი გმირების ვინაობა უცნობი იყო. გამოჩნდა რამდენიმე წყვილი, დაახლოებით 11 კაცი და 3 ქალი, რომლებიც ამტკიცებნენ, რომ ფოტოზე თავად იყვნენ აღბეჭდილი.

8 სექტემბერს გრეტა ზიმერ ფრიდმანი 92 წლის ასაკში პნევმონიით ვირჯინიის შტატში, რიჩმონდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალმა ფოტოს შესახებ 1960 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ფოტოგრაფის საავტორო ფოტოწიგნი არ იყიდა.

"კოცნა" - ალფრედ ალფრედ აიზენსტედის ფოტო. ტაიმს სქვერი, ნიო-იორკი, 1945 წლის 14 აგვისტო. ფოტო: LIFE

“კოცნა” – ალფრედ აიზენსტედის ფოტო. ტაიმს სქვერი, ნიუ-იორკი, 1945 წლის 14 აგვისტო. ფოტო: LIFE

ფოტოზე გამოსახული წყვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ. გრეტა ფრიდმანი მოგვიანებით ინტერვიუებში იხსენებდა, თუ როგორ აკოცა მას სრულიად უცხო კაცმა. იმის მიუხედავად, რომ ფოტო იაპონიაზე გამარჯვების სიმბოლოა – დღეს მას გაცილებით მეტი კრიტიკოსი ჰყავს და, როგორც ჟურნალიტი “ტაიმსი” წერს, ბევრის აზრით, ის ქალის წინააღმდეგ საჯარო სექსუალური ძალადობის ფოტოდოკუმენტაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი