ახალი ამბები | ,

“მრეწველებმა” რეგისტრაციიდან შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით ცესკოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

10 სექტემბერი, 2016 | | 1179
“მრეწველებმა” რეგისტრაციიდან შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით ცესკოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

საარჩევნო ბლოკმა “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ცესკოსგან მოითხოვენ, რომ საარჩევნო ბლოკი არ მოხსნან რეგისტრაციიდან.

საქმე ეხება ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას 9 სექტემბრის განცხადებას, რომლის თანახმადაც,  საარჩევნო ბლოკმა “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია ვერ წარადგინა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. დღეს, 10 სექტემბერს ცესკოში ნეტგაზეთს განუცხაეს, რომ მიმდინარეობს დოკუმენტების შემოწმება და უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავმჯდომარე. თამარ ჟვანიას არ გამოუცია შესაბამისი დოკუმენტი “მრწეველების” რეგსტრაციიდან მოხსნის შესახებ.

“მრეწველების” განცხადებით, მათ დოკუმენტაცია სრულყოფილად წარადგინეს ცესკოში  და მოითხოვენ, რომ არ მოხსნან რეგისტრაციიდან.

ბლოკის ერთ-ერთმა წევრმა, “ჩვენი სამშობლოს” ლიდერმა, ზვიად ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო.

8 სექტემბერს ცესკოში 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა პარტიული და მაჟორიტარულ სიები. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი