ახალი ამბები | , ,

ცესკო გოგი თოფაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას აპირებს

9 სექტემბერი, 2016 | | 1670
ცესკო გოგი თოფაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას აპირებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ბლოკმა “თოფაძე- მრეწველები, ჩვენი სამშობლო” პარტიული სია ვერ წარადგინა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:

“როდესაც შემოწმდა მათი ბაინდერი, სააღრიცხვო ბარათები და ასევე წერილი, რომელიც შემოიტანეს, არ ახლდა ამ დოკუმენტაციას საარჩევნო სია. საარჩევნო კოდექსით პარტიული სიის წარმოუდგენლობა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახლავთ და ცესკო, ამ შემთხვევაში თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, მიიღებს კანონით დადგენილ გადაწყვეტილებას”.- განაცხადა თამარ ჟვანიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “ცესკოს”, სადაც განგვიცხადეს, რომ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, განკარგულება ჯერჯერობით არ არსებობს. ხოლო ვერც გოგი თოფაძესთან და ვერც ზურაბ ტყემალაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. “რუსთავი 2”- თან საუბრისას გოგი თოფაძე ამბობს, რომ მათ წარადგინეს საჭირო დოკუმენტაცია:

“გაუგებრობა მოხდა, გაირკვევა ალბათ მალე”.

8 სექტემბერს ცესკოში 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა პარტიული და მაჟორიტარულ სიები. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი