“ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია ქართული ოცნების პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი კვირკაშვილმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
პრემიერმა ეკონომიკური განვითარების გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, პარტია გეგმავს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. თუმცა გაიზრდება გადასახადებისათვის თავის არიდების შემთხვევაში დაკისრებული სასჯელი.
მისი თქმით, პარტია გაარძელებს ხარჯების ოპტიმიზაციას და ამომრჩეველს სამუშაო ადგილების ზრდას ჰპირდება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. პარტიისათვის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება სოფლის მეურნეობის განვითარება და მცირე ბიზნესის, ახლად შექმნილი ბიზნესის ხელშეწყობა. პარტიის პროგრამის თანახმად, იგეგმევა კაპიტალის, საპენსიო და მიწის რეფორმები.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, პარტია გეგმავს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს კონფლიქტისპირა რეგიონებისა და მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებელთა საჭიროებებს.
შენარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ასევე გაგრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაფინანსება.
სრულად პროგრამას შესაძლებელია გაეცნოთ ამ მისამართზე.
