ახალი ამბები

გიორგი რუხაძე: საარჩევნო სიაში ყოფნაზე პირადი მოსაზრებით ვთქვი უარი

8 სექტემბერი, 2016 • 2419
გიორგი რუხაძე: საარჩევნო სიაში ყოფნაზე პირადი მოსაზრებით ვთქვი უარი

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის’ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი რუხაძე პარტიის საარჩევნო სიაში მისივე სურვილით არ დაასახელეს. როგორც რუხაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, მან პიროვნული პოზიციებიდან გამომდინარე უარი თქვა ყოფილიყო პარტიის პროპორციულ სიაში.

“მე პირადი მოსაზრებებით უარით ვთქვი სიაში ყოფნაზე და სულ ეს არის ამის მიზეზი. დეტალებზე საუბარსა და მიზეზების განმარტებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. მე კვლავ ვარ პარტიის წევრი და ვრჩები გუნდში,” – აცხადებს გიორგი რუხაძე.

საარჩევნო ბლოკმა “პლატფორმა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სია დღეს, 8 სექტემბერს წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი