ახალი ამბები

ბლოკის “პლატფორმა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სია

8 სექტემბერი, 2016 • 3559
ბლოკის “პლატფორმა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სია

საარჩევნო ბლოკმა “პლატფორმა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სია დღეს, 8 სექტემბერს წარადგინა. წარდგენას პაატა ბურჭულაძე გაუძღვა, რომელმაც აშშ-იდან წარადგინა სიის პირველი თორმეტეული.

პირველ თორმეტეულში არც ერთი ქალი არ არის.

ამ სიაში არ არიან პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერები, გიორგი რუხაძე და ხათუნა ლაგაზიძე.

  1. პაატა ბურჭულაძე – პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი, საოპერო მომღერალი.
  2. გიორგი ვაშაძე – პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი, პარლამენტის წევრი, “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა 2016 წლის მაისში.
  3. დავით ჯანდიერი – იურისტი, გირვლიანის საქმის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში, იუსტიციის მინისტრის (თეა წულუკიანის) ყოფილი პირველი მოადგილე
  4. ვახტანგ მეგრელიშვილი – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ჯანდაცვის  მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი
  5. ირაკლი ყიფიანი – ვერონას უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დოქტორანტი.
  6. იაგო ხვიჩია – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი, თბილისის თავისუფალი უნივეტსიტეტის პროფესორი.
  7. დავით კიზირია – ექსპერტი ელექტრონული მმართველობის სფეროში.
  8. გიორგი მელაძე – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი ვიცემერი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.
  9. მელორ ტყეშელაშვილი – ეკონომისტი, ორგზის ღირსების ორდენოსანი, თბილისის ვიცემერი 8 წლის განმავლობაში, 1998-2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი.
  10. მამუკა კაციტაძე – ორი მოწვის დეპუტატი პარლამენტში, ასევე ორი მოწვევის დეპუტატი თბილისის საკრებულოში.
  11. გიორგი პაპავა – ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრი, ამავე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს.
  12. ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი.

 


 

  • 18 აგვისტოს პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” საარჩევნი ბლოკში გაერთიანდა “ახალ არჩევანთან”, რომელშიც, თაის მხრივ, შედიოდნენ პარტიები  “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები”.
  • 5 აგვისტოს “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  გაერთიანდნენ და საარჩევნო ბლოკი “ახალი არჩევანი” შექმნეს;
  • ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2016 წლის მაისში დატოვა პარტია ენმ და  5 ივნისს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” დააარსა;
  • 2015 წლის მაისში ნაციონალური მოძრაობა დატოვეს დეპუტატებმა ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ და  პოლიტიკური გაერთიანება  “გირჩი” დააარსეს;
  • ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის 28 მაისს დააფუძნა პარტია “სახემლმწიფო ხალხისთვის”.
  • ბლოკში “ახალი არჩევანი” გაერთიანებული ყველაზე ძველი პარტია არის “ახალი მემარჯვენეები” — მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, რომელიც 2000 წელს ფრაქციის სახით შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. 2001 წელს “ახალი ფრაქციის”, “ახალი მოძრაობისა” და “ახალი კონსერვატორების” ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”, რომლის თავმჯდომარედაც ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს, თანათავმჯდომარედ — დავით გამყრელიძე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ახალმა მემარჯვენეებმა” ხმათა 1%-იც ვერ დააგროვა, რის გამოც პარტია დატოვა ლიდერმა – დავით გამყრელიძემ. 2013 წლის იანვრიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ფიქრია ჩიხრაძე – ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. 2015 წლის ოქტომბერში კი “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი