ახალი ამბებირეკლამა

Express Bank-ი სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

8 სექტემბერი, 2016 • 1462
Express Bank-ი სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

Express Bank-მა, ყველაზე მარტივმა ბანკმა დღეს თბილისში კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გახსნა. მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, გლდანში, ხიზაბაურის ქუჩის 1-ელ ნომერშიც შეძლებს.

Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით – ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.

საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 121 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge

 

მასალების გადაბეჭდვის წესი