ახალი ამბები

ანონსი, 8 სექტემბერი

7 სექტემბერი, 2016 •
ანონსი, 8 სექტემბერი

გთავაზობთ ხუთშაბათს, 8 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


09:30 სთ-ზე, ქ. ბათუმში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სივრცითი მონაცემების საჰაერო საშუალებებით მოპოვებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიების ფარგლებში ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატის დახმარებით ქ.ბათუმის საჰაერო გადაღება განხორციელდება.

მისამართი: ბათუმი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“


10.30 საათზე გაიმართება „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია (მის:თბილისი, ორთაჭალა, დიმიტრი გულიას ქ.#3). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ცერემონიას დაესწრებიან პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.


11:00  “პირველის პრესკლუბში” “რესპუბლიკური პარტიის” მთაწმინდის რაიონის №1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული


11:30  “პირველის პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, გარემო და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული


11:30 :  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი და უწყების დელეგაცია, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მის: თბილისი, ვ.გორგასლის 83ა


12.00: სათემო ფსიქიატრიული სერვისის შედეგების შესახებ საქართველოში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან ფსიქიატრიული სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლები. მისამართი: სასტუმრო „ამბასადორში“ (შავთელის 13).


12:00 :  კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც შეაფასებს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში განათლების მიმართულების განხილვას. კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“  12 ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომელიც საქმიანობს 2013 წლიდან. მისამართი: ოთარ ჩხეიძის ქ. 5


12:00 :  “პირველის პრესკლუბში” “არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი და მოქანდაკე მერაბ გაგლოევი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდის“ მხარდაჭერა; სამხრეთ ამერიკის „მერკოსურის“ (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი) ქვეყნების ბიზნეს-ფორუმი; პელეს ვიზიტი, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი „პელეს თასზე“; ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.


12.00  ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ ცენტრში,    ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება. მის:   სიმულალციის ეროვნული სასწავლო ცენტრი, აღმაშენებლის მე12 კილომეტრი


12:00 თეატრის, კინოს, მუსიკისა დაქორეოგრაფიის მუზეუმში პრესკონფერენცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებს, Google-ის კულტურული ინსტიტუტის სივრცეში ქართული ეროვნული საგანძურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სიგელებს გადასცემს.


20:00 : ოზურგეთში, ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარდგებიან ანსამბლი სუხიშვილები და დავით ევგენიძე ბენდით. კონცერტი ალ. წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ გაიმართება. აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.


21.00  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს. საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 21:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, მე-11 პავილიონში გაიმართება. მისამართი: ქ.თბილისი,  წერეთლის გამზ. 118

მასალების გადაბეჭდვის წესი