ახალი ამბები

პირველი კულტურული ფორმატის ტელევიზია უკვე ინტერნეტში!

8 მაისი, 2012 • 1195
პირველი კულტურული ფორმატის ტელევიზია  უკვე ინტერნეტში!


ახალი მედია თიბისი ბანკისგან – პირველი კულტურული ფორმატის ტელევიზია  უკვე ინტერნეტში!  

 

www.tbcartarea.ge-ზე მაუწყებლობა დაიწყო!

8 მაისი, 2012 წელი – თიბისი ბანკის საიუბილეო პროექტის „12 წელი/12 თვე“ ფარგლებში შექმნილი პირველი ყველაზე მასშტაბური პორტალი საქართველოში –www.tbcartarea.ge უკვე სრული დატვირთვით მუშაობს!
Artarea/Tv2.0 პირველი მულტიმედიური ვებ-საიტია, რომელიც მხოლოდ ხელოვნებაზე და მის განვითარებაზეა ორიენტირებული და შემეცნებით და საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს.   


www.tbcartarea.ge აერთიანებს გადაცემებს ხელოვნების ყველა მიმართულებაზე, ლიტერატურა, კინო, ჯაზი, თეატრი, პოპ-კულტურა, ელექტრონული მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა და ა.შ.  
გადაცემებს გაუძღვებიან ყველასათვის კარგად ნაცნობი ავტორები: ნინო დარასელი, ქეთი მაჭავარიანი, ზურა ჯიშკარიანი, გიორგი კალანდია, გიორგი კეკელიძე და სხვები. ისინი ყოველდღიურად შემოგთავაზებენ გადაცემებს სხვადასხვა საინტერესო მოვლენებსა და ადამიანებზე. ეს იქნება ერთადერთი ვებ-პორტალი საქართველოში, რომელიც თავს მოუყრის ხელოვნების ყველა დარგს. საიტზე ყოველდღიურად დაიდება სხვადასხვა თემატური ვიდეოები -ვლოგები და ასევე სტატიები – 30-მდე ბლოგერი ხელოვნების მოყვარულებს შესთავაზებს ბლოგებს სხვადასხვა კულტურულ მოვლენებსა და სიახლეებზე.


www.tbcartarea.ge-ზე თქვენ შეგეძლებათ ნახოთ სხვადასხვა ფორმატის 20-მდე გადაცემა, დიალოგები – საუბრები ცნობილ ადამიანებთან, ინტერვიუები, სიუჟეტები, live მუსიკა და ა.შ.  Artarea/Tv2.0 ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანს გააერთიანებს, რადგან პირველად საქართველოში არსებობს ტელევიზია, სადაც თქვენ თავად აირჩევთ თქვენთვის სასურველ თემებს და შეხვდებით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს.   
Artarea/Tv2.0 თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ Fecebook-ზეც, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ საიტზე განთავსებული ყველა ვიდეო.    


www.tbcartarea.ge თიბისი ბანკის საიუბილეო პროექტის „12 წელი/12 თვე“ ნაწილია – მოგეხსენებათ, 2012 წელს თიბისი ბანკი 20 წლის ხდება! ამ იუბილესთან დაკავშირებით თიბისი ბანკი სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა პირველი კულტურული ფორმატის ვებ-ტელევიზია საქართველოში, რომელითაც ბანკი ქმნის ახალი მედიის არსებობის პირველ და უნიკალურ პრეცედენტს ჩვენს ქვეყანაში!

მასალების გადაბეჭდვის წესი