გთავაზობთ 5 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
09:00 – სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში” ოთარ დანელია საქარ
09:30 – თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი (IGF 2016) გაიხსნება, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება.
10:45 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვანგ პეიანი სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
11:00 – “პირველის პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ნაძალადევის მე–18 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უბლოკო სტატუსი (დაგეგმილი ბრიფინგი პარტიის ოფისში), საარჩევნო პროგრამა და დაპირებები; საარჩევნო გარემო და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
11:00 – სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” გამართავს კვლევის პრეზენტაციას – პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში.
11:00 – კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალის“ შესახებ. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დამფუძნებელი ზურაბ გეგენავა, „პანასონიკის“ პროფესიონალური ტექნიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიევსკი, სელექციის ჟიურის თავმჯდომარე ოთარ ლითანიშვილი და საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე სანდრო ვახტანგოვი.
13:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვაალიერებენ.
14:00 – თიბისი ბანკში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პრესკონფერენციას გამართავენ. ისინი საზოგადოებას ახალ საბანკო პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს წარუდგენენ, რომელიც ფერმერებს უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი (მეოთხე სართული)