ახალი ამბები

ცესკომ 26 პოლიტიკურ სუბიექტს მიანიჭა საარჩევნო ნომრები 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის

2 სექტემბერი, 2016 • 2203
ცესკომ 26 პოლიტიკურ სუბიექტს მიანიჭა საარჩევნო ნომრები 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის

დღეს, 2 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიანიჭა. აღნიშნული პარტიების გარდა, საარჩევნო ნომრები იგივე დარჩა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” (5), “ქართული ოცნებისთვის” (41), “ახალი მემარჯვენეებისათვის” (ბურჭულაძის პარტიასთან ერთად) (1), ნინო ბურჯანაძის პარტიისა (3) და “პატრიოტთა ალიანსისათვის” (8).

საარჩევნო კომისიის ცნობით, დღეს ცესკოში კენჭისყრაზე პარტიების წარმომადგენლებმა ლოტოტრონიდან თვითონ ამოიღეს ნომრები. როგორც ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე ამბობს, იმ საარჩევნო სუბიექტებიდან, რომელთაც დღეს წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღეს, 24 სუბიექტი პარტია იყო, ხოლო 2 – პოლიტიკური ბლოკი.

ცესკოს ცნობით, 30 საარჩევნო სუბიექტი შემდეგი ნომრებით იქნებიან 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე წარმოდგენილი:

  1. ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” (შედის “ახალი მემარჯვენეებიც”)
  2. „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად“
  3. ”ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”
  4. „ჯონდი ბაღათურია ქართული დასი“
  5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  6. “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“
  7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“
  8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიორთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია”
  9. “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“
  10. ”შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  11. „სახალხო ხელისუფლება“
  12. „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები (ივანე წიკლაური)” 
  13. “ევროპელი დემოკრატები“
  14. “დავით თევზაძე – საქართველო მშვიდობისათვის”
  15. “მშრომელთა სოციალისტური პარტია“
  16. “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“
  17. „საქართველო“
  18. „ქართული იდეა“
  19. „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ 
  20. „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“
  21. „საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია“
  22. „მერაბ კოსტავას საზოგადოება“
  23. „ჩვენები – სახალხო პარტია“
  24. “გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“
  25. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, – მემარცხენე ალიანსი“
  26. „ეროვნული ფორუმი“
  27. “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“
  28. „ზვიადის გზა – უფლის სახელით“
  29. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“
  30. „ჩვენი საქართველო – ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი“

41. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

მასალების გადაბეჭდვის წესი