ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი: სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი

2 სექტემბერი, 2016 • 1233
გიორგი კვირიკაშვილი: სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას და ამ მიმართულებით  ყოველივე დანარჩენი  მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა:

“სომხეთის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირ შეხვედრას და, მით უმეტეს, ოფიციალურ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია და ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სომხეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეზობელი, მეგობარი ქვეყანა და ამ მიმართულებით არანაირი რისკები არ არსებობს,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი