ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრეზიდენტი და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია ყარაბაღში

2 სექტემბერი, 2016 • 3466
სომხეთის პრეზიდენტი და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია ყარაბაღში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.

“რესპუბლიკის არსებობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღეთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის საზეიმო მიღებაზე”, – წერს კან ტანია.

სერჟ სარგსიანი, ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დელეგაციის წევრი, კან ტანია სტეპანაკერტში; 2016; ფოტო: კან ტანიას ფეისბუკის გვერდი

სერჟ სარგსიანი, ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დელეგაციის წევრი, კან ტანია სტეპანაკერტში; 2016; ფოტო: კან ტანიას ფეისბუკის გვერდი

ბესლან კობახია და სერჟ სარგსიანი სტეპანაკერტში; 2016

აფხაზეთის დელეგაციის წევრი, ბესლან კობახია და სერჟ სარგსიანი სტეპანაკერტში; 2016

სომხეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა.

ნეტგაზეთმა კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ქართული მხარე უკვე დაუკავშირდა სომხურ მხარეს და ვითარების გარკვევას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი