ნეტგაზეთი | ყაჩაღური თავდასხმა ლიბერთი ბანკზე – წაღებულია 3000 ლარამდე ყაჩაღური თავდასხმა ლიბერთი ბანკზე – წაღებულია 3000 ლარამდე – Netgazeti

ყაჩაღური თავდასხმა ლიბერთი ბანკზე – წაღებულია 3000 ლარამდე

დღეს, 1 სექტემბერს, ნიღბიანმა პირმა ლიბერთი ბანკის გლდანის სერვისცენტრში მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით დაახლოებით 3 ათასი ლარი გამოსძალა​ და მიიმალა.

ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის დოდო ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ერთმა ნიღბიანმა პირმა დაახლოებით 3000 ლარი წაიღო. მისი თქმით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით პოლიციას მათთვისაც არ გაუხმაურებია. სერვისცენტრის ტერიტორიაზე დილიდან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძება 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთვრებას გულისხმობს. კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთთ ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.