მაისში თიბისი ბანკი საქართველოში პირველად მომხმარებელს შესთავაზებს ყველაზე კომფორტული დისტანციური საბანკო მომსახურების – მობაილ ბანკის სპეციალურ ვერსიებს iPhone-ებისა და Android-ზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის.
ეს აპლიკაციები iPhone-ებისა და Android ტელეფონების მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროს ნებისმიერი წერტილიდან დაუკავშირდნენ ბანკს და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრანზაქცია, ასევე მიიღონ უამრავი საბანკო და ფინანსური ინფორმაცია: შეამოწმონ საკუთარი ანგარიშები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეივსონ მობილურის ბალანსი, გადარიცხონ თანხები საქართველოს მასშტაბით, დაუკავშირდნენ ბანკის ქოლ-ცენტრს, გაეცნონ ვალუტის კურსს, სპეციალური ონლაინ რუქის მეშვეობით (Google Maps) გაიგონ, რა მანძილი აშორებთ მათ ამა თუ იმ მომენტში თიბისი ბანკის უახლოეს ფილიალთან ან/და ბანკომატთან…
თიბისი ბანკის ახალი მობაილ ბანკი პირველი სრულფასოვანი მობაილ ბანკი იქნება ქართულ საბანკო სივრცეში. რაც მთავარია, მობაილ ბანკით სარგებლობა სრულიად უფასოა და არ საჭიროებს სპეციალური რეგისტრაციის გავლას – მობაილ ბანკში შესვლა შეგიძლიათ იგივე მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ინტერენტ ბანკის მომსახურებისას.
iPhone-ებისა და Android ტელეფონებისთვის შექმნილი სპეციალური აპლიკაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 2012 წლის მაისში გახდება. წლის ბოლომდე კი ახალი მობაილ ბანკით სარგებლობას ყველა ის მომხმარებელი შეძლებს, ვის მობილურ ტელეფონსაც ინტერნეტ ბროუზერი აქვს – ასეთი კი ქართულ ბაზარზე არსებული მობილური ტელეფონების სრული უმრავლესობაა.