ნეტგაზეთი | მუსიკოსები და პოლიტიკოსები პარტიზანი მებაღეების საპროტესტო აქციაზე [ფოტო] მუსიკოსები და პოლიტიკოსები პარტიზანი მებაღეების საპროტესტო აქციაზე [ფოტო] – Netgazeti
RU | GE  

მუსიკოსები და პოლიტიკოსები პარტიზანი მებაღეების საპროტესტო აქციაზე [ფოტო]

დღეს, 21 აგვისტოს, მერიასთან ჯანსაღი ხეების ჭრის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც მეხუთე დღეა გრძელდება, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, კომპოზიტორი და შემსრულებელი რეზო კიკნაძე შეუერთდა საკუთარ ბენდთან ერთად. აქციაზე ასევე მივიდნენ პოლიტიკოსები – ელენე ხოშტარია და სერგო რატიანი. 

რეზო კიკნაძემ პროტესტი მუსიკით გამოხატა. ის “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ აქციაში მონაწილეობის მიღების დიდი სურვილი ჰქონდა:

“სიამოვნებით მინდოდა ამ აქციაში მიგვეღო მონაწილეობა იმიტომ, რომ მჯერა, რომ ადამიანებს და საზოგადოების წევრების კარგ ნაწილსაც კი ბოლომდე არ აქვს შეგნებული, თუ რამხელა უმსგავსობა და უსინდისობაა ე.წ. დეველოპერების მხრიდან მწვანე საფარის განადგურება მთელ ქალაქში, ნაცვლად ბეტონის საშნელებების წამოჭიმვისა,”- ამბობს რეზო კიკნაძე.

რეზო კოკნაძე ბენდტან ერთად "პარტიზანი მებაღეების" აქციაზე თბილისის მერიის წინ . ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

რეზო კოკნაძე ბენდტან ერთად “პარტიზანი მებაღეების” აქციაზე თბილისის მერიის წინ . ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

რეზო კიკნაძე ბენდთან ერთად თბილისის მერიის შენობის წინ უკრავდა.

“მგონია, რომ ეს სიგნალი უნდა იყოს საზოგადოებისთვისაც,  ჩვენთვის ასევე, პირველ რიგში, და ასევე ყველასთვის, ვინც მთავრობაშია, ან ადმინისტრაციაში რაიმე პოსტს დაიკავებს. ერთმანეთს რომ ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ცოტანი არ ვართ, ეს უკვე კარგია,”- აღნიშნა მან.

აქციას ასევე ესწრებოდა თბილისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

“პირველ რიგში, ეს არის სოლიდარობა მოქალაქისადმი, რომელიც ჩვენი საერთო საკითხის მიმართ ასეთი გამბედაობით გამოირჩევა და შიმშლობას აცხადებს. ეს არის სოლირადობა ჯგუფის მიმართ, რომელიც აბსოლუტურად იგნორირებულია ხელისუფლების მხრიდან. წარმოუდგენელია, რომ 5 დღე ადამიანი შიმშლობდეს მერიასთან და არც ერთი თანამშრომელი არ ჩამოდიოდეს და არ ესაუბრებოდეს. ეს დამოკიდებულება არის აბსოლუტურად მიუღებელი,”- ამბობს “ნეტგაზეთთან” ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია თბილისის მერიის წინ "პარტიზანი მებაღეების" აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

ელენე ხოშტარია თბილისის მერიის წინ “პარტიზანი მებაღეების” აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

ხოშტარია ფიქრობს, რომ ქალაქის განვითრებისთვის აუცილებელია მშენებლობები, თუმცა, არა საღი ხეების მოჭრის ხარჯზე:

“მე არ მიმაჩნია, რომ მშენებლობები არ უნდა არსებობდეს და ნებისმიერ შემთხვევაში არც ერთი ხე არ უნდა მოიჭრას. ქალაქები ასე ვითარდება , რა თქმა უნდა, ხეები იჭრება, თუმცა ამას სჭირდება გონივრული და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გვაქვს. თუ მერია დაასაბუთებს, რომ ეს მიღებული გადაწყვეტილება არის ყველასთვის ძალიან სასარგებლო, რაც წონის ამდენი ხის მოჭრას, რა თქმა უნდა, მე კატეგორიული პოზიცია არ მაქვს. მე ამ საკითხში არ ვარ სპეციალისტი, ამიტომ ვსაუბრობ, როგორც მოქალაქე, სოლიდარობაზე და მერიის უგუნურ ქმედებებზე,”- ამბობს ხოშტარია.

აქციას ასევე დაესწრნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი და სხვები.

თბილისის მერიის წინ აქცია მეხუთე დღეა იმართება და სწორედ ამდენივე დღეა, შიმშილობს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე. მან შიმშილობა 17 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს. მისი მოთხოვნები დღემდე უცვლელია: გადადგეს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე, ნუგზარ კახნიაური, ასევე სრულიად შეიცვალოს სამსახურის ტრუქტურა.

ყაზბეგის ქუჩაზე ხეების ჭრის საქმეს პროკურატურა იძიებს, რომელმაც საქმის გამოძიება “პარტიზანული მებაღეობის” განცხადების საფუძველზე დაიწყო.

"პარტიზანი მებაღეების" აქცია თბილისის მერიის წინ . ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

“პარტიზანი მებაღეების” აქცია თბილისის მერიის წინ . ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

"პარტიზანი მებაღეების" აქცია თბილისის მერიის წინ . ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

“პარტიზანი მებაღეების” აქცია თბილისის მერიის წინ . ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

"პარტიზანი მებაღეების" აქცია თბილისის მერიის წინ . ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

“პარტიზანი მებაღეების” აქცია თბილისის მერიის წინ . ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე 21.08.2016

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ათინა ბრეგვაძე, სტაჟიორი