ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსმა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

19 აგვისტო, 2016 • 3731
პატრიოტთა ალიანსმა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — გაერთიანებული ოპოზიცია”, მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატები წარადგინა დღეს, 19 აგვისტოს.

გორში [41 ოლქი]-  მამუკა ნოზაძე, ადვოკატი.
გორში  [42 ოლქი] – გიორგი მჭედლიძე.
რუსთავში –  [30 ოლქი] – დათო კაპანაძე, სკოლის დირექტორი, პარტიის რუსთავის ოფისის ხელმძღანელი.
რუსთავი [31 ოლქი] – თორნიკე არევაძე, ყოფილი პოლიტპატიმარი.
საბურთალო  [4 ოლქი] – ალეკო არზაშვილი.

სხვა ქალაქებსა და ოლქებში საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი აქამდეც ცნობილი იყო:

  • სიღნაღსა და დედოფლისწყაროში — ნაირა ალავერდაშვილი
  • თემქაზე — კახაბერ კორძაია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი)
  • ახალციხე-ადიგენში — გოდერძი კუბლაშვილი
  • ქარელში — ბონდო მძინარიშვილი, ჟურნალისტი
  • სამგორის მე-13 საარჩევნო ოლქში — ბეჟან გუნავა
  • ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში — კახა ნუცუბიძე
  • გლდანის მე-20 ოლქში — გიორგი სუხიშვილი
  • გლდანის 21-ე ოლქში — მამუკა ტუსკაძე
  • თელავსა და ყვარელში — გოჩა მამაცაშვილი, ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი
  • ქუთაისში:  ნინო ონიანი და გია ბახტაძე
  • ბორჯომში —ზურა ხაჩიძე, მომღერალი
  • ოზურგეთში — შოთა გოგიბერიძე

პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (იგივე “საქართველოს პატრიოტები”)  2012 წელს ჩამოყალიბდა. პარტიის თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, გენერალური მდივანი კი – ირმა ინაშვილი, სამდივნოს წევრები არიან: ადა მარშანია, გიორგი ლომია, არჩილ ლეკიშვილი, რეგან (ცირა) თელოიანი, გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, გიორგი მაღლაკელიძე.

პარტია, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებით ფინანსდება.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დეკლარირებული აქვს, რომ ის არის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ზომიერი კონსერვატიული იდეების, აგრეთვე, ქართული სულისკვეთების, კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული ფასეულობების განვრცობას.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სრულ ევროინტეგრაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სფეროების ჩათვლით და ამავდროულად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული და კულტურული ფასეულობები სრულად უნდა იყოს დაცული და შენარჩუნებული ევროინტეგრაციის პროცესში.

მიუხედავად ამისა, “პატრიოტთა ალიანსი” გამოირჩევა ანტითურქული და პრორუსული განწყობების გავრცელებით. მათი ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე, თურქეთთან საზღვარზე.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 4.72%, შედეგად, ამ პარტიის სახელით საქართველოს თვითმმართველობის  რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებში არჩეულია 44 მუნიციპალური დეპუტატი.

განვლილ თვითმმართველობის არჩევნებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მონაწილეობდა დამოუკიდებლად. რაც შეეხება 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, პარტიას განზრახული აქვს მონაწილეობა, როგორც საარჩევნო ბლოკს “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. ამ ეტაპზე “პატრიოტებთან” ერთად ბლოკში შედიან: “თავისუფლება” (კონტსანტინე გამსახურდია); “თავისუფალი საქართველო” (კახა კუკავა); “ტრადიციონალისტები” (აკაკი ასათიანი), “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” (გოჩა ჯოჯუა), “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” (გია ბერძენიძე).

მასალების გადაბეჭდვის წესი