ახალი ამბები

ანონსი, 19 აგვისტო

18 აგვისტო, 2016 • 1666
ანონსი, 19 აგვისტო

გთავაზობთ 19 აგვისტოს, პარასკევს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების შესახებ ინფორმაციას:


11:00 ‘’ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები’’  პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავენ.

11:00 CRRC-საქართველო მართავს პრეს-კონფერენციას ანგარიშის წარსადგენად – „ამომრჩეველთა ხმების დათვლა: წინასწარი ანალიზის ანგარიში საარჩევნო სტატისტიკის შესახებ„  რომელიც მომზადდა პროექტისათვის – “არჩევნების გაყალბების დადგენა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით (DEFDA)“.  მისამართი:  სასტუმრო „რუმსში“ თბილისში,

11.00 გარემოსა და ბინებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. მისამართი: გულუას ქ. #6

11:00  “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და მათი პარტიის სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანების თაობაზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: “პირველის პრესკლუბი, “წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული


 

11.30. საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ თავმჯდომარე  მიხეილ [გელა] სალუაშვილი ბრიფინგს გამართავს.  ბრიფინგის თემა: საკანონდებლო სივრცეში ოჯახის ცნების დაფიქსირებისათვის გადასადგმელი – სამართლებრივი ნაბიჯები. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი

12:00 ზუგდიდის რაიონის  სოფელ კორცხელში, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია და სანდრა რულოვსი შეხვედრას გამართავენ

12:00  “პირველის პრესკლუბში” “ჩვენი სამშობლოს” თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი და საბჭოს წევრი ტრისტან წითელაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: “ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი უკრაინელი ზონდერები რომლებიც წინასაარჩევნო დესტაბილიზაციას გეგმავენ”. მისამართი: წერეთლის 116,

12:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი, ალექსანდრე ჩხიტაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თსუ-ში მიმდინარე მოვლენები და კანცლერის არჩევნები

12.00. ეროვნულ ერთიანობის პარტია. გივი ჯავახიშვილი- წარდგენილი ეროვნულ ერთიანობის პარტიის მიერ თელავის     N 27–ე საარჩევნო ოლქი. თემა: მართვის საკითხები” – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი


13.00  საარჩევნო სუბიექტ ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის’’მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის N 18 საარჩევნო ოლქში გოჩა ჯოჯუა ბრიფინგს მარათავს. თემა: შიდა გზების და ინფრასტრუქტურის პრობლემატიკა ნაძალადევის რაიონში. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი

13:30 საათზე, სოციალური  მომსახურების სააგენტოსა და „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალს შორის სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და „აზერბაიჯანის რკინიგზის” საქართველოს ფილიალის დირექტორი გურბან პირიევი მოაწერენ. მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი 144; (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი