ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი – “გავთავისუფლდეთ!”

16 აგვისტო, 2016 • 1771
რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი – “გავთავისუფლდეთ!”

რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევი სლოგანი იქნება “გავთავისუფლდეთ” – ამის შესახებ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა 16 აგვისტოს პარტიის წინასაარჩევნო სლოგანის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“უნდა გავთავისუფლდეთ. მხოლოდ თავისუფალი ადამიანები შევძლებთ ამ საზოგადებრივი პროგლემებიდან გათავისუფლებას. ამპარტავნებისგან უნდა გავთავისუფლდეთ – ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტად დაგვაფასებენ; შურისგან უნდა გავთავისუფლდეთ  – ასეთ შემთხვეაში, უფრო წარმატებულად ვიგრძნობთ თავს; სიძულვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ – ასეთ შემთხვევაში, უფრო იოლად დავამარცხებთ მტერს. თუ ჩვენ გავთავისუფლდებით, მაშინ გავძლიერდებით კიდეც და თუ გავძლიერდებით, მაშინ შევძლებთ ერთად დგომასაც, მაშინ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ერთად პატრონობასაც, ოკუპაციიდან გათავისუფლებასაც, სიღარიბისგან გათავისუფლებასაც, უმუშევრობისგან გათავისუფლებასაც. ოკუპაციისგან გათავისუფლება ეს ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ. ამას სჭირდება თავისუფალი ადამიანების ერთობა. გავთავისუფლდეთ და ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თავისუფლებასთან არის დაკავშირებული ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის წინასაარჩევნო მოწოდება. კერძოდ, მათი ერთ-ერთი სლოგანია “მეტი თავისუფლება”.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1978 წელს დაარსდა. 2012 წელს კოალიცია “ქართული ოცნება” შეიქმნა, რომელშიც გაერთიანდნენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, რესპუბლიკური პარტია, “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, მრეწველები. 2016 წლის მარტში, მრეწველებთან რამდნეიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას კოალიციურ რეჟიმში აღარ მიიღებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი