ახალი ამბები

ცესკო ელის დოკუმენტაციას, რათა “ცენტრისტების” რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელოს

15 აგვისტო, 2016 • 1097
ცესკო ელის დოკუმენტაციას, რათა “ცენტრისტების” რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელოს

ცესკო მოუწდებს საჯარო რეესტრს, რომ დროულად წარადგინოს გადაწყვეტილება “ცენტრისტების”  ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის არქონის თაობაზე, რათა ცესკოს თავმჯდომარემ „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელოს.

ცესკოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარემ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“  2016 წლის 2 ივნისის განცხადებისა და  კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად  გაატარა საარჩევნო რეგისტრაციაში.

ცესკოს განმარტებით, მათ დამატებით წარადგინეს პარტიის 2016 წლის 29 მაისის ყრილობის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია თემურ ხაჩიშვილი.

ცესკო განმარტავს, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნებისთვის ცესკოს არ ევალება შეისწავლოს პარტიის  ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი, ეს ხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.

დღეს, 15 აგვისტოს საჯარო რეესტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “ცენტრისტებს”, რომლებიც 2002 წელს არიან დაფუძნებული, 2006 წლის შემდეგ არ ჰყავთ ოფიციალურად დარეგისტრირებული წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი.

რეესტრი აცხადებს, რომ თემურ ხაჩიშვილმა რეესტრში წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იგი რიგგარეშე ყრილობამ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ, თუმცა, რეესტრის განმარტებით, პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის, ჩატარებისა და პირთა არჩევის პროცედურები არ შეესაბამებოდა რეგისტრირებული წესდებით დადგენილ რეგულაციებს. ამიტომ რეესტრმა არ დააკმაყოფილა ხაჩიშვილის მოთხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი