ახალი ამბები

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ცენტრისტებს” არ ჰყავთ რეგისტრირებული ხელმძღვანელობა

15 აგვისტო, 2016 • 2345
საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ცენტრისტებს” არ ჰყავთ რეგისტრირებული ხელმძღვანელობა

საქართველოს საჯარო რეესტრის ცნობით, პოლიტიკურ გაერთიანება “ცენტრიტებს” არ ჰყავს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ხელძღვანელობა.

საჯარო რეესტრის ცნობით, „ცენტრისტები“ რეგისტრირებულია 2002 წლის 30 დეკემბერს, პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა  ყრილობა, ხოლო აღმასრულებელი ორგანო- პოლიტიკური საბჭო. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს  ირჩევს ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით.

საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2002 წლის პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმით დგინდება, რომ პარტიის თავმჯდომარედ თიმურაზ ხაჩიშვილი აირჩიეს, ხოლო პოლიტიკური საბჭო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, ალექსანდრე ჭილაძე, ვახტანგ თალაკვაძე, ჯემალ ნინუა, ლონგი ჭელიძე, თემურ ჯიშკარიანი, გოგი ბიჭაშვილი, დავით ქევხიშვილი, ელდარ გოდერძიშვილი, გელა ესაკია, ვაჟა ბახტურიძე და გელა პაპუაშვილი.

პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს ზემოხსენებულ შემადგენლობას, რომლებიც არჩეულნი იყვნენ 4 წლით, ვადა ამოეწურათ 2006 წელს, ხოლო იმის შემდეგ, 2016 წამდე მათ არ წარმოუდგენიათ ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელი პირების ცვლილებასთან დაკავშირებით, აცხადებს რეესტრი.

2016 წლის 30 მაისს თეიმურაზ ხაჩიშვილმა წარადგინა 2016 წლის 29 მაისის პარტიის რიგგარეშე ყრილობის ოქმი და მოითხოვა, რომ იგი დაერეგისტრირებინათ პარტიის თავმჯდომარედ, ხოლო პოლიტიკური საბჭოს წევრებად -თეიმურაზ ხაჩიშვილი, ირაკლი ჩუბინიძე, დავით ხაჩიშვილი, რაც საჯარო რეესტრმა არ დააკამაყოფილა იმ მოტივით, რომ პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის, ჩატარებისა და პირთა არჩევის პროცედურები არ შეესაბამებოდა რეგისტრირებული წესდებით დადგენილ რეგულაციებს.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტიას „ცენტრისტები“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი”, – ცხადებს რეესტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი