დღეს, 15 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც ბურჯანაძის “უბლოკო ქვეყნის” ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ, ჩაიშალა, რადგან კვორუმი არ შედგა.
ბიუროს სდომას მხოლოდ 9 დეპუტატი ესწრებოდა, კვორუმისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის დასწრება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არც ერთ დეპუტატს არ მიუმართავს განცხადებით, რომ ბიუროს სხდომას ვერ დაესწრებოდნენ.
პარლამენტარ ანი მიროტაძის ინფორმაციით, ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ მრეწველებიდან- ზურაბ ტყემალაძე, ეროვნული ფორუმიდან- ანი მიროტაძე, რესპუბლიკელებიდან- თამარ კორძაია, ლევან ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე და დავით უსუფაშვილი. ქართული ოცნებიდან- პაატა ბარათაშვილი და ვლადიმერ აჩბა.
ბიუროს შემდეგი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 17 აგვისტოს, 15 საათზე დანიშნა.