“საბჭოთა” რაიონის ნგრევა ბაქოში და კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა [ფოტო]

“საბჭოთა” – ასე ჰქვია დასახლებულ ადგილს ბაქოს ცენტრში, იასამალის რაიონში, სადაც განლაგებულია ძველი და ისტორიული შენობები. მიუხედავად იმისა, რომ აქ ახალი ბინებიც აშენდა, შენობების დიდი ნაწილი ძველი იყო. მოსახლეობა კი – კმაყოფილი საკუთარი კვარტლით.

თუმცა 2011 წელს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაენგრია ყველა ეს საცხოვრებელი – 1093 ადამიანის საკუთრება. ამ ქუჩის დანგრევის მიზეზი, გენერალური დაგეგმარების შესაბამისად, ბაქოს მთავარი გზების მშენებლობა და კომუნიკაციების გაყვანა გახდა.

იასამალის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, იბრაგიმ მეხდიევი სააგენტო apa-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 1093-დან 730 ბინის მესაკუთრემ ბინის დატოვებაზე უარი თქვა. იბრაგიმ მეხდიევი მიზეზად “მცხოვრებელთა მხრიდან არარეალურ მოთხოვნებზე” საუბრობს.

სახლების ნგრევა უკვე დაწყებულია. კვარტლის დიდი ნაწილი უკვე უდაბნოს დაემსგავსა. იასამალის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ სახლების ნგრევა მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. საკუთრების მფლობელებს კვადრატულ მეტრში 1500 მანათი [დაახლოებით, 930 აშშ დოლარი] გადაუხადეს. ბევრი ამ თანხით ამ დრომდე უკმაყოფილოა. ისინი, ვისაც საკუთრების დატოვება არ სურთ, ამბობენ, რომ კომპენსაცია არ არის საკმარისი.

ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე ამბობს, რომ ბუნებრივი აირი უკვე გათიშეს და ამ მიზეზის გამო შეუძლებელია ბავშვებით ცხოვრება სახლში, სადაც სადილსაც ვერ მოამზადებ.

“50 წელია აქ ვცხოვრობ და მტკივნეულია ყურება, როგორ ანგრევენ შენს სახლს. 5 შვილი გავზარდე აქ. აქ მინდა დარჩენა, ქალაქის ცენტრშივე ამ ფულით ვეღარ ვიყიდით სახლს”, – ამბობს სუგრა ალიევა.  ამბობს, რომ სახლის დანგრევის შემთხვევაში კარავს გაშლის და მასში იცხოვრებს.

მიმდინარე წლის ივნისში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ აბიდ შარიფოვმა ადგილობრივ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ 3745 სახლიდან მხოლოდ 215 დარჩა დასანგრევი.

“საბჭოთას” ტერიტორიაზე ისტორიული შენობებიც მდებარეობს. თუმცა, განკარგულების შესაბამისად, ისინიც ნგრევას ექვემდებარება.

2016 წლის მასში აზერბაიჯანის მოქალაქეებმა მინისტრთა კაბინეტის, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ასევე ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით ონლაინ პეტიცია შექმნეს. პეტიციაში მოქალაქეები ისტორიული შენობების დანგრევის შეჩერებას ითხოვენ. პეტიციას ამ დრომდე დაახლოებით 3 600 ხელმომწერი ჰყავს, თუმცა რაიმე შედეგი მას არ მოუტანია.

Sovietski-1 (1)s

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (3)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (4)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (5)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (6)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (7)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (15)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (17)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (18)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (21)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (20)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (19)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

Sovietski-1 (22)

“საბჭოთა” კვარტლის ნგრევა ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი/გუნელ საფარი; 2016

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი