ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უხელმძღვანელებს

12 აგვისტო, 2016 • 2746
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უხელმძღვანელებს

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, პაატა ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო.

ბატიაშვილი თანამშრომლებს დღეს, 12 აგვისტოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წარუდგინა.

სამინისტროს ცნობით, პაატა ბატიაშვილი 2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

როგორც “ნეტგაზეთს” სამინისტროს პრესამსახურმა განუცხადა, ბოლო 7-8 თვის მანძილზე აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე იყო.

გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:[checklist]

  • გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელება, მათ შორის გარმოს დაცვის სფეროში ლიცენზიის /ნებართვის პირობების განხორციელება.
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი – რეგულირების იბიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, საწარმოო საქმიანობისთვის მინიჭებული ლიცენზიის / ნებართვის პირობების განხორციელების შესახებ ანგარიშების ანალიზი.
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი – რეგულირების იბიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, საწარმოო საქმიანობისთვის მინიჭებული ლიცენზიის /ნებართვის პირობების განხორციელების შესახებ ანგარიშების ანალიზი.
  • გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის ხელშეწყობა ინფორმაციის მიწოდების, წინასწარი გაფრთხილების, სპეციალური მხარდამჭერი და პრევენციული პროგრამების განხორციელების გზით და სხვა.
  • სახელმწიფო გარემოსდაცვითი კონტროლის სტრატეგიული მიმართულებების განვითარება. გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციული  დარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) და უკანონოდ მითვისებული რესურსების კონფისკაცია.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი