ახალი ამბები

ბექა ღვინიაშვილის მეორე გამარჯვება – ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალშია

11 აგვისტო, 2016 • 2288
ბექა ღვინიაშვილის მეორე გამარჯვება – ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალშია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე ბექა ღვინიაშვილმა ბელგიის ოლიმპიური ნაკრების წევრი, ტომა ნიკიფოროვი სუფთად დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

 

ქართველი ძიუდოისტი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. მან პირველ შეხვედრაში ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერთან ასევე სუფთა გამარჯვება მოიპოვა. მეოთხედფინალში ბექა ტურნირში მეორე ნომრად წარდგენილ ფრანგ სირილ მარეს დაუპირისპირდება.

20 წლის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ–მდე წონით კატეგორიაში ჭიდაობს. ის ოლიმპიურ თამაშებზე წელს პირველად ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვადა გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება.ვარლამ ლიპარტელიანმა გუშინ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი