ახალი ამბები

ირაკლი ალასანია გორში მაჟორიტარად იყრის კენჭს

10 აგვისტო, 2016 • 1513
ირაკლი ალასანია გორში მაჟორიტარად იყრის კენჭს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის, როგორც გორის მაჟორიტარობის კანდიდატი. გადაწყვეტილების შესახებ საგანგებო განცხადება ირაკლი ალასანიამ დღეს, 10 აგვისტოს, 3 საათზე გააკეთა.

გორში მაჟორიტარობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა “თავისუფალი დემოკრატების” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამაზ შიოშვილი. თუმცა, როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შიოშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა, რის გამოც თვითონ გადაწყვიტა გორში მაჟორიტარად კენჭის ყრა.

“გუშინ შეხვედრა მქონდა წარდგენილ კანდიდატთან, თამაზ შიოშვილთან. თამაზი დიდი ხნის მეგობარია, ძალიან რთული ბრძოლები გვაქვს გადატანილი, მაგრამ მან გუშინ მითხრა, რომ მიიღო გადაწყვეტილება და აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო მტკივნეული ჩემთვისაც, მისთვისაც და ჩვენი პარტიისთვის იმიტომ, რომ ის არის, იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელი რეგიონში და თავისი რაიონის ძალიან აქტიური გულშემატკივარი. მაგრამ ყველანი ვაკეთებთ არჩევანს და ვიღებთ გადაწყვეტილებას. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მას შემდეგ, რაც გორში, კონკრეტულად ქალაქში გამოგვაკლდა თანამებრძოლი, მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩვენს გუნდთან ერთად გავიმარჯვებთ გორში და ეს არ იქნება მარტო გორისა და შიდა ქართლის გამარჯვება. ამას ექნება სერიოუზლი გავლენა შედეგზე, რომელსაც ერთად თავდემები ამ ოქტომბერში მივაღწევთ”, – ამბობს ირაკლი ალასანია.

“შიდა ქართლი და გორი განსაკუთრებული იყო ჩვენი პარტიისთვის იმიტომ, რომ აქ ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებული მებრძოლი, როგორც ქართლელებს ეკადრებათ, ისეთი გუნდი გვყავდა და გვყავს. ქართლი არის საქრათველოს გული და 2008 წელს, როდესაც მტერმა შემოგვიტია, ყველაზე კარგად ქართლმა დაანახა მთელ მსოფლიოს, და მე მაშინ გაეროში ვიცავდი საქართველოს, მქონდა ცალკე დიპლომატიური ომი გაჩაღებული რუსეთის ხელისუფლებასთან და კარგად მახსოვს, გორელებმა როგორ ვაჟკაცურად დავანახეთ თავი მთელ მსოფლიოს. ასევე ვაპირებთ თავდემები გავიდეთ 2016 წილს არჩევნებში და გავიმარჯვოთ. შიდა ქართლი ერთ-ერთი ადგილია, სადაც ძლიერი სტრუქტურები გვაქვს და ამდენი ხნის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ გორში პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი