ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან დააკავეს

11 აგვისტო, 2016 • 1365
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან დააკავეს

აზერბაიჯანელმა სამართალმდაცავებმა 10 აგვისტოს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე გამოცემის “აღორძინების სახელით” მთავარი რედაქტორი და უფლებადამცველი ელჩინ მამედი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ გამოცემა “კავკაზსკი უზელს” დაკავებულის მოადგილემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ელჩინ მამედს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს აკრძალვის საფუძველზე შეუზღუდეს ქვეყნიდან გასვლა. მამედი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ღონისძიებაზე დასასწრებად მოემგზავრებოდა.

ჟურნალისტი პოლიციის მიერ უკვე დაკავებული იყო 2015 წელს, როდესაც ბრიუსელიდან აზერბაიჯანში დაბრუნდა. 2015 წელსვე ის საქართველოში არ გაუშვეს. 2016 წლის 24 მაისს სასამართლომ ცნო, რომ ელჩინ მამედს გადაადგილების თავისუფლება უკანონოდ შეეზღუდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი