ახალი ამბები

ავთანდილ ჭრიკიშვილი რიოში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

9 აგვისტო, 2016 • 1543
ავთანდილ ჭრიკიშვილი რიოში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 81 კილომდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს. ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელ ძიუდოისტ ტრევის სტივენსთან დამარცხდა.

სპორტსმენები სხვადასხვა ტურნირის ფარგლებში ტატამზე სულ შვიდჯერ შეხვდნენ და ჭრიკიშვილისთვის დღევანდელი შეხვედრა ამერიკელ ძიუდოისტთან მეორე დამარცხება აღმოჩნდა. წინა ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში სწორედ ტრევის სტივენსონთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაში ქართველ სპორტსმენს იაპონელი ძიუდოისტი, ტაკანორი ნაგასე გაუწევს მეტოქეობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი