ახალი ამბები

პრეზიდენტი: ხვალიდან ვიწყებ კამპანიას ამომრჩევლის გასააქტიურებლად

9 აგვისტო, 2016 • 1564
პრეზიდენტი: ხვალიდან ვიწყებ კამპანიას ამომრჩევლის გასააქტიურებლად

“ხვალიდან ვიწყებ კამპანიას ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი კამპანია, ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია,” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს “საღამოს კონტაქტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს 18–დან 35 წლამდე ამომრჩევლის გააქტიურებას, ვინაიდან სწორედ ეს კატეგორია გამოირჩევა ყველაზე უფრო მეტი პასიურობით არჩევნების მიმართ.

“მინდა, რომ მან არ გააკეთოს არჩევანი ვიღაცის სასარგებლოდ, ოღონდ მივიდეს საარჩევნო უბანზე, რიგები საარჩევბნო უბანზე არის გარანტია ქართული დემოკრატიის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

პრეზიდენტის განცხადებით, ის, როგორც ამომრჩეველი, დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების ხედვებს ეკონომიკის განვითარების, სასამართლო ხელისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. მისივე თქმით, მან შესაძლოა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შემოხაზოს სხვა პოლიტიკური პარტია და სხვა მაჟორიტარი კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი