საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “მაესტროს” ეთერით განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ახალ სახეებში ხედავს ნორჩი ლენილელობისა და ნორჩი სტალინელობის პოტენციალის მქონე ადამიანებს ხედავს.

“ამ ადამიანების არსებობა იყო ერთ-ერთი დეტონატორი, განსაკუთრებით, 6 თვის წინანდელი მოვლენების დროს. ამ ადამიანებთან განშორება “ქართულ ოცნებას” გაუჭირდა და შესაძლოა ამანაც განაპირობა შემდგომი მოვლენები. თუმცა მათი უმრავლესობა დღევანდელ ქართულ ოცნებაში აღარ ჩანს, მაგრამ ახალი სახეები, განსაკუთრებით მაჟორიტარულ კანდიდატებად წარმოდგენილ ახალ სახეებში, სამწუხაროდ, ვხედავ ამავე პოტენციალის მქონე ადამიანებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *