ახალი ამბები

უსუფაშვილი: არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დაიწყება

4 აგვისტო, 2016 • 1079
უსუფაშვილი: არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დაიწყება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “მაესტროს” ეთერით განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში დაიწყება მუშაობა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებები დაიწყება.

“დარწმუნებული ვარ, 9 ოქტომბერს გავიღვიძებთ უკეთეს საქართველოში. საქართველოში, სადაც ჩატარებული იქნება არჩევნები, უფრო თავისუფალი და უფრო სამართლიანი, ვიდრე იყო წინა არჩევნები და ამის შედეგად ქართველი ხალხის ნება იქნება ადეკვატურად ასახული საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ნების ადეკვატურად ასახვის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში რესპუბლიკურ პარტიას ექნება ღირსეული ადგილი, ძალიან ბევრ პოლიტიკურ ძალასთან ერთად. ჩვენ გადავდგამთ ძალიან დიდი ნაბიჯს მრავალპარტიული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დასამკვიდრებლად. ეს იქნება არჩევნების უშუალო შედეგი. შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები, ჩემი ღრმა რწმენით, კოალიციური მთავრობის ფორმირების თაობაზე. ჩვენ რესპუბლიკელები, ამ პროცესში ვიქნებით ჩართლი. თუ მოხერხდება ჩვენი საარჩევო პროგრამის სხვა პოლიტიკური ძალების პროგრამასთან დაახლოება, ვიქნებით სახელისუფლებო სისტემაში, თუ არა – ვიქნებით ოპოზიციაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკელები იქნებიან მზად, რომ მოლაპარაკებები გამართოს იმ ძალებთან რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ევროპული ღირებულებები, ნატოსთან ინტეგრაცია.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიცია შექმნას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, უსუფაშვილი პასუხობს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი