ახალი ამბები

დუბაის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

3 აგვისტო, 2016 •
დუბაის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

დუბაის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე “ემირატების ავიახაზების” (Emirates Airline) თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. კომპანიის განცხადებით შემთხვევა 3 აგვისტოს 12:45 საათზე მოხდა. თვითმფრინავს, რომელიც ინდოეთიდან მოფრინავდა პრობლემა დაშვებისას შეექმნა.

კომპანია აცხადებს, რომ ბორტზე 275 მგზავრი და მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა. ბიბისის ცნობით, ყველა მგზავრი ევაკუირებულია და დაშავებულები არ არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი